Home > projects > CYBERTALK > CyberTalk-ის რიგით მეექსვე გადაცემა თემაზე ნატოს მეხუთე პუნქტი და კიბერუსაფრთხოება

ა(ა)იპ “ინტერნეტის განვითარების ინიციატივისა” და რადიო “კომერსანტის” ერთობლივი პროექტის “CyberTalk”-ის რიგით მეექვსე გადაცემის ფარგლებში გადაცემის წამყვანმა ბატონმა ლადო სვანაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა თეონა აქუბარდიამ (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018) და გიორგი იაშვილმა (საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი) ისაუბრეს თემაზე: ნატო-ს მეხუთე პუნქტი და კიბერუსაფრთხოება.

დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ეროვნული მდგრადობა კიბერ სივრცეში; საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა ნატოს მეხუთე პუნქტთან მიმართებაში; ჰიბრიდული ომი და კიბერრეზერვის საკითხი; კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი; 2007-2008 წლების კიბერთავდასხმები ესტონეთსა და საქართველოზე; სამხედრო და კიბერშეტევების გამიჯვნის საკითხი; კერძო სექტორის, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის როლი; 2019 წლის ნატოს სამიტის მიმოხილვა.

შეგახსენებთ, რომ “CyberTalk” “ინტერნეტის განვითარების ინიციატივისა” და რადიო – კომერსანტის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანი გახლავთ მსმენელებს მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიც გახლავთ: ინტერნეტისა და ინტერნეტ ტექნოლოგიები; კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული;  ხელოვნური ინტელექტი და ბლოქჩეინები; ე. წ. “ინტერნეტ ნივთები”; “ჭკვიანი ქალაქები”; პეროსნალური მონაცემები.

უნდა აღინიშნოს, რომ გადაცემის მიზანია მაქსიმალურად აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

 

The sixth transmission of “CyberTalK” which is a joint project of the Internet Development Initiative and Radio Commersant, was dedicated to the topic – NATO’s Article 5 and Cybersecurity. During the discussion, the host of the program, Mr. Lado Svanadze and his guests Teona Akubardia (Deputy Secretary of the National Security Council of Georgia) and Giorgi Iashvili (Executive Director of the Information Security association of Georgia) discussed the issues such as: National Cyber Resilience;  Georgia as an aspirant country in connection with NATO’s Article 5; Hybrid War and Cyber Reserve; Collective defence mechanisms; Cyberattacks against Estonia and Georgia in 2007-2008; Incomparability between military attacks and cyberattacks; Private sector as a critical infrastructure; NATO summit 2019 overview.

“CyberTalk” is a joint project of the “Internet Development Initiative” and Radio Commersant, which aims to provide society with the most up-to-date information on the issues such as: Internet and Internet technologies, Cyber security and cybercrime, Artificial intelligence; Blockchain; “Internet of Things”; “Smart Cities”; Personal Data.

It should be highlighted that the purpose of the program is to increase awareness in the above-mentioned directions.