Home > News > როგორ გამოიყენა ტაივანმა ე.წ. “ბიგ დატა” საკუთარი ხალხის კორონავირუსისგან დასაცავად
gettyimages-corona-taiwan

ტაივანი მხოლოდ 81 მილითაა დაშორებული ჩინეთის სანაპიროდან. ამ სიახლოვისა და ფრენების იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რომელიც სრულდება კუნძულსა და მის დიდ დასავლელ მეზობელს შორის, სრულიად მოსალოდნელი იყო ტაივანში კორონავირუსის მკვეთრი გავრცელება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტაივანის ეპიდემიის ცენტრმა გაატარა რიგი ეფექტური ღონისძიებები, რომელთა შორის იყო საზღვაო და საჰაერო საზღვრების კონტროლი, შემთხვევების იდენტიფიკაცია ახალი მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, საეჭვო შემთხვევების კარანტინიზაცია, საზოგადოების ინფორმირება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები და სკოლებისა და ბიზნესისთვის სახელმძღვანელო წესების შემუშავება.

ტაივანმა სამედიცინო დაზღვევის ეროვნულ მონაცემთა ბაზაში თავისი საიმიგრაციო და საბაჟო მონაცემთა ბაზების გაერთიანებით შექმნა ე.წ “Big Data”, რამაც მათ საშუალება მისცა მოგზაურობის ისტორიისა და კლინიკური სიმპტომების საფუძველზე რეალურ დროში მოეხდინათ შემთხვევების იდენტიფიცირება.

ტაივანმა გამოიყენა სწრაფი რეაგირების (QR) კოდების სკანირება, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოგზაურობების შესახებ ონლაინ ანგარიში, რათა ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში ბოლო 14 დღის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაედგინა დაინფიცირების რისკები.

შეუფერხებელი საიმიგრაციო გადაადგილების მიზნით, იმ პირებს, რომლებსაც არ უმოგზაურიათ მაღალი რისკის მქონე რაიონებში, SMS- ით გაეგზავნათ ინფორმაცია, რომ შეეძლოთ დაუბრკოლებლად გადაეკვეთათ სასაზღვრო გამშვები პუნქტი. რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც იმოგზაურეს მაღალი რისკის მქონე რეგიონებში, სახლში კარანტინირებულნი იყვნენ და მობილური ტელეფონებით კონტროლდებოდნენ, რათა შესაბამისი სამსახური დარწმუნებულიყო იმაში, რომ ისინი ინკუბაციური პერიოდში ნამდვილად  სახლში რჩებოდნენ.