Home > News > კიბერკვირის ინტერვიუ “CyberStellar”- ის შემქმნელებთან
IMG-4213

“კიბერკვირა”  შემეცნებითი პორტალია კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც დაინტრესდა “ინტერნეტ განვითარების ინიციატივის” ახალი პროექტით, ონლაინ ჟურნალით “CyberStellar”, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება კიბერსივრცესა და ინტერნეტ ტექნოლოგიებთან მიმართებით.

ინტერვიუში IDI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნელი ოდიშვილმა, რომელიც აგრეთვე გახლავთ “CyberStellar” შემქმნელი IDI-ის პროექტების მართვის მენეჯერთან, მარიამ წიკლაურთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ “21-ე საუკუნეში, რომელიც ცალსახად ინტერნეტ გლობალიზაციის, ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ერაა, თითოეულ ჩვენგანს პროფესიული და პერსონალური განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად სჭირდება საბაზისო ცოდნა, რათა ფეხი აუწყოს მთელ მსოფლიოში გლობალურად არსებულ ციფრულ ვითარებას.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს ინტერნეტ განვითარებისა და ტექნოლოგიური მიღწევების ფარგლები, მისი მასშტაბები და შესაძლებლობები, რადგან სწორედ ესაა ჩვენი მომავალი.”

ამ მიზნის მისაღწევად კი „CyberStellar“ მუდმივად შესთავაზებს მკითხველს მრავალფეროვან საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც ერთდროულად შეეხება, როგორც ზემოთ აღნიშნულ სფეროებში დასაქმების პერსპექტივას, ისე უფასო/ფასიან ონლაინ კურსებს, რომლებით მათ დაეხმარება შესაბამის სფეროში ცოდნის გასაღრმავებლად და  კონკრეტული რჩევების მისაღებად, მაგალითად, კიბერჰიგიენის ან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ლიტერატურის შესახებ. მკითხველი, აგრეთვე, მიიღებს ინფორმაციას ისეთი ორგანიზაციების აქტიურობის, ღონისძიებებისა თუ ტრენინგების შესახებ, როგორებიცაა ICANN, RIPE NCC, Internet Society, ITU და სხვა.

გუნდის მზადყოფნა ჟურნალის მუდმივი განვითარებისთვის უპირობოა, რაც პირდაპირ კავშირშია „CyberStellar-ის“მთავარ პათოსთან.

ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ლინკს: http://cyber.kvira.ge/31061/