Home > News > Georgian scientists elaborated a new project against forgery of digital signatures
5f1fedddd8dffb9c3f3b1c51ee0effd0

Georgian scientists working on the issues of cyber security won the grant competition organized jointly by Shota Rustaveli National Science Foundation and Center for Science and Technology of Ukraine. Aim of the project is to create an electronic signature scheme that will be directed against the attacks of post-quantum computers. In other words, young scientists will fight against fraud of digital signatures.

Four participants were involved in the project entitled “Electronic Signatures for the Post-Quantum War”: project leader, professor Avtandil Gagnidze; cyber security expert of research team, Professor Maksim Iavich; professor Niko Inasaridze and cyber security specialist George Iashvili.

The project is especially important from the prospect of personal data protaction, since unauthorized use of digital signatures including the ID cards is especially relevant today. The project is supported by Teaching University of Bank of Georgia and A. Razmadze Mathematical Institute of Tbilisi State University.

ქართველმა მეცნიერებმა, რომლებიც კიბერუსაფრთხოების თემებზე მუშაობდნენ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

პროექტის მიზანი ელექტრონული ხელმოწერების სქემის შექმნაა, რომელიც პოსტ-კვანტური კომპიუტერების თავდასხმების წინააღმდეგ იქნება მიმართული. სხვა სიტყვებით, ისინი ელექტრონული ხელმოწერების გაყალბების წინააღმდეგ იბრძოლებენ.

პროექტში სახელწოდებით: „ელექტრონული ხელმოწერები პოსტ-კვანტური ომისათვის“ ოთხი მონაწილე იყო ჩართული: პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორ ავთანდილ გაგნიძე, კვლევითი გუნდის კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, პროფესორი, მაქსიმ იავიჩი, პროფესორი ნიკო ინასარიძე და კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი იაშვილი.

ახალგაზრდა მეცნიერების იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხითაც, რადგან ელექტრონული ხელმოწერების არამიზნობრივად გამოყენება, მათ შორის ID ბარათისაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია, მისი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი და რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი.