Home > News > Vladimer Svanadze: Students Cyber Security Festival will be held every year
18619922_1694994217463485_1894754317063712237_n

On may 19th, non-governmental organization Internet Development Initiative with the support of  Georgian University held the first Students Festival on Cybersecurity. All interested people including those who study Law, Internataional relations and computer science were able to attend the event, which took place at the University of Georgia.

Invited speakers: Academic staff, members of public and private sector discussed various issues including the Strategy of Cyber Security; its politics and the ways of development.

” Event aimed at introducing youth to a variety of issues related to cybersecurity and make them passionate about this issues. We discussed all the directions of CyberSecurity: Strategy, policy; New challenges, hybrid wars; Legal aspects of cyberspace, cybercrimes; Technical course of cyberspace; Elements of cybersecurity in business etc.

The representative of Clobal Cyber Aliance, which is the partner organization of Internet Development Initiative, was on live during the event. One of the Speakers has discussed the topics related to cryptography, status quo situation and the challenges which people face in that field. This kind of events are aimed at the development of this field by attracting the qualified people.

Event  which was held today was indisputably succesfull. Internet Development Initiative will held this kind of event every following year. various event including the seminars and conferences will be organized. Foreign experts will be invited to held the public lectures. We also plan to publish the Scientific Journal on Internet Technologies.

I hope that the involvement of students will increase.  I would like to say thank you Orient Logick which was the exclusive sponsor of the event and the Georgian University for the support they gave us”,-said Svanadze.

Invited speakers including the members of the Ministry of Internal Affairs, Data exchange agency of the Ministry of Justice, CyberSecurity Bureau at Ministry of defense discussed various issues including:  Strategy, policy and development of cybersecurity; New challenges of cybersecurity, hybrid wars, Cybersecurity and Georgia;Legal aspects of cyberspace, cybercrimes; Technical course of cyberspace; Elements of cybersecurity in business; Other interesting issues regarding the topic.

 

19 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა საქართველოში, სტუდენტთა კიბერუსაფრთხოების პირველ ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა იყო, საქართველოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის გაიმართა.

“ღონისძიების მთავარ მიზანი კიბერუსაფრთხოების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება და მათი ამ დარგით დაინტერესება იყო. ღონისძიებაზე განხილული იყო კიბერუსაფრთხოების ყველა მიმართულებები. მათ შორის: სტრატეგია, პოლიტიკა, ახალი გამოწვევები და განვითარება, იურიდიული ასპექტები, კიბერდანაშაული, პერსონალური მონაცემების დაცვა ვირტუალურ სივრცეში, კიბერუსაფრთხოება და ბიზნესი.

გქვონდა ვიდეოჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლის დროს “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციის Global Cyber Aliance-ის წარმომადგენელი ჩაერთო.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო საინტერესო პრეზენტაცია პოსტ – კვანტური კრიპტოგრაფიის შესახებ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ამ კუთხით არსებულ სიახლეებსა და მათ შორის გამოწვევებსაც. პრეზენტაციამ მათ კარგ საშუალებას მისცემს გააკეთონ სწორი არჩევანი მომავალ პროფესიასთან მიმართებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც დარგის განვითარებას, ისე პროფესიონალი სპეციალისტების მატებას.

ღონისძიება, რომელიც წელს პირველად ჩავატარეთ, უდაოდ წარმატებული იყო. ის ყოველლწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, დისკუსიები, მოწვეული იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტები, რომლებიც სტუდენტებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს, ასევე იგეგმება ფესტივალის ფარგლებში სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა ინტერნეტტექნოლოგიების შესახებ.

იმედი მაქვს, რომ მომავალ ფესტივალში სტუდენტთა აქტიურობა გაორმაგდება და ისინი უკვე თავად იქნებიან მომხსენებლები. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს, მის ხელმძღვანელობასა და მთლიან კოლექტივს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და ორგანიზებისთვის.

ასევე, Orient Logick ს, რომელიც ღონისძიების ექსკლუზიური სპონსორი გახლდათ. ინტერნეტის განვითარების ინიციატივა მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ “,-განაცხადა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტთა კიბერუსაფრთხოების პირველ ფესტივალს უმასპინძლა. საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელი ზაქრო კაპანაძე, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ანდრია გოცირიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მრჩეველი გიორგი ტიელიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მენეჯერი დავით ქვათაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი თათია კაჭარავა და სხვები.

მოწვეულმა სტუმრებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, პოლიტიკა და განვითარება. ასევე, კიბერდანაშაული, კიბერსივრცის სამართლებრივი ასპექტები, კიბერუსაფრთხოების ელემენტები ბიზნესში, ჰიბრიდული ომები და სხვა.

სტუდენტთა კიბერუსაფრთხოების ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მომავალშიც გაგრძელება.