Home > Research > publication > RECOMMENDATIONS FOR THE DEVELOPMENT OF GEORGIA’S CYBERSPACE

According to the head of the Internet Development Initiative Vladimer Svanadze, despite the fact that the country of Georgia has seen relevant advancements in cyber security since 2010, a number of serious challenges remain, hampering the standard performance and development of this sector.

” there is no legal framework with which to regulate the coordinated operation of each of the existing public entities – Data Exchange Agency, Cyber Security Bureau, the Cybercrime Division of the MIA, and the Office of the Personal Data Protection Inspector; and determine the scope and additional accountability for each of these entities. Moreover, and most importantly, legislation must define the obligations of private sector internet providers and specific aspects of their coordinated work with the public entities listed above. Incidentally, cooperation between the public and private sectors in cyberspace constitutes a challenge not only in Georgia, but also in many leading countries. Collaboration between the public and private sectors is a necessary precondition for ensuring the protection of cyberspace. On the one hand, the state, for reasons of national security, is obligated to protect the entirety of the country’s infrastructure from unauthorized access, but does not possess all necessary resources to do so, as a significant part of these resources is in the hands of the private sector. This phenomenon is a regular and necessary component of a market economy. On the other hand, the private sector is devoid of any legal obligations to cooperate with the state and allow access to the resources at its disposal. This once again yields the challenge of the absence of a relevant legislative framework. Reference is primarily made to internet providers that furnish internet access for government agencies, strategic and industrial facilities, private users, and large companies, including large banks, diplomatic and other foreign missions and representative offices”,-is said in the recommendations for the development of Georgia’s cyberspace, published the support of the US Embassy in Georgia.

Read more: RECOMMENDATIONS FOR THE DEVELOPMENT OF GEORGIA’S CYBERSPACE

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” ხელმძღვანელის ვლადიმერ სვანაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა, “რეკომენტაციები საქართველოს კიბერსივრცის განვითარებისთვის” ნათქვამია, რომ 2010 წლიდან დღემდე, კიბერსივრცეში გარკვეული წინსვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რიგი სერიოზული პრობლემებისა, რომლებიც აფერხებს ამ სფეროს ნორმალურ ფუნქციონირებასა და განვითარებას.

“ქვეყანაში არ არსებობს საჭირო საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფოს უკვე არსებული თითოეული სუბიექტის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შსს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის – კოორდინირებულ საქმიანობას, განსაზღვრავდა თითოეული სუბიექტის მოქმედების ფარგლებსა და დამატებით ვალდებულებებს. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში განსაზღვრული უნდა იყოს კერძო სექტორის ინტერნეტმომწოდებლების ვალდებულებები და მათთან ყველა ზემოხსენებული სახელმწიფო სუბიექტის კოორდინირებული მუშაობის კონკრეტული ასპექტები. სხვათა შორის, მოცემულ კიბერსივრცეში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მუშაობა დიდ პრობლემას წარმოადგენს არა მარტო ჩვენთან, არამედ ბევრ წამყვან ქვეყანაშიც. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა კიბერსივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად. ერთი მხრივ, სახელმწიფო, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფიდან გამომდინარე, ვალდებულია დაიცვას ქვეყნის მთლიანი ინფრასტრუქტურა არასანქცირებული შეღწევისგან, მაგრამ ამისთვის არ ფლობს ყველა საჭირო რესურსს, ვინაიდან რესურსების დიდი ნაწილი კერძო სექტორის ხელშია. ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნორმალური და აუცილებელი მოვლენაა. მეორე მხრივ, კერძო სექტორს არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ვალდებულებები ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და გამოაყენებინოს მის ხელთ არსებული რესურსი. აქ ისევ და ისევ მივდივართ საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პრობლემასთან”,-ნათქვამია კვლევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: rekomendaciebi saqarTvelos kibersivrcis ganviTarebisaTvis